ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა არ დავუშვათ ჩვენი ერის, ტრადიციის, ჩვენი სულიერი საგანძურის -შეურაცხყოფის ფაქტი - ლევან ვასაძე

ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა არ დავუშვათ ჩვენი ერის, ტრადიციის, ჩვენი სულიერი საგანძურის -შეურაცხყოფის ფაქტი - ლევან ვასაძე

ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა არ დავუშვათ ჩვენი ერის, ტრადიციის, ჩვენი სულიერი საგანძურის უკიდურესი შეურაცხყოფის საჯარო ფაქტი, - ამის შესახებ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა.

“ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა არ დავუშვათ ჩვენი ერის, ტრადიციის, ჩვენი სულიერი საგანძურის უკიდურესი შეურაცხყოფის საჯარო ფაქტი.  ჩვენ ერს, რომელიც 70 წლის განმვალობაში მარქსიზმს ებრძოდა ეგონა, რომ ტოტალიტარიზმისგან გათავისუფლდა, სინამდვილეში, ტოტალიტარული მეორე იდეოლოგიის საკანში აღმოჩნდა, რომელსაც ტოტალიტარული ლიბერალიზმი ჰქვია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვიხარია, მარქსიზმის დანგრევა, ჩვენი ერის საქმე სულ უფრო ცუდად მიდის. როცა საძულველი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ 6 მილიონი ვიყავით, ახლა თითქმის 3 მილიონიღა დავრჩით”,- განაცხადა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვერის ბაღში ბრიფინგს მართავს, სადაც მხარდამჭერებთან ერთად, ვერის ბაღში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ კინოჩვენებას აპროტესტებს.

ქართულ-შვედური ფილმის სახელწოდებით - “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება თბილისისა და ბათუმის 6-ს კინოთეატრში ერთდროულად იგეგმება.

საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.