კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა

კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა

თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. ისინი სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით არიან აღჭურვილნი. ძალოვანი უწყების წარმმადგენლები კინოთეატრის შესასვლელთან განლაგდნენ.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ კინოთეატრში შეჭრას ცდილობენ.

ამ დროისთვის „ამირანთან“ დაძაბული სიტუაციაა. რამდენჯერმე კინოთეატრის შესასვლელისკენ პიროტექნიკა ისროლეს.