ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებასთან დაკავშირებით პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს - დიმიტრი ლორთქიფანიძე

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებასთან დაკავშირებით პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს - დიმიტრი ლორთქიფანიძე

ყოფილი დეპუტატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებასთან დაკავშირებით პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სამოქმედო გეგმაზე მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მათ მიერ შეტანილ ოფიციალურ განცხადებაზე პასუხს მიიღებენ.

ლორთქიფანიძის განმარტებით, განცხადებაში საუბარია იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც ფილმის ჩვენების გამომრიცხავ გარემოებებს წარმოადგენს.

„ჩვენ ვითხოვთ კითხვებზე პასუხს. არსებობს ოფიციალური გაცნცხადება, არსებობს მტკიცებულებბის წარდგენის დაცული პროცესი,რომლის თანახმადაც, ჩვენ კონკრეტულ გარემოებებზე დაყრნდობით მივუთითეთ იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც არის ამ ფილმის ჩვენების გამომრიცხავი გარემოებები, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია გარდა იმისა, რომ რამოდენიმე საათის წინ შსს-ს ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაუხრმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენს მიერ განცხადებაში დაფიქსიერებული ყველა გარემოება დეტალურად იქნება შესწავლილი და ისინი მიიღებენ კანონქვემდებარე გადაწყვეტილებას. რამდენ ხანში მიიღბენ, არ ვიცი. ხელისუფლება გადაიხდის პოლტიკურ ფასს იმ შემთხვევაში, თუ სამართლებირვ შეფასებას არ მისცემს აბსოლუტურად ლეგიტიმურად დაყენებულ ყველა იმ საკითხს, რომლითაც ჩვენ მათ განცხადების დონეზე მივმართეთ“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები  რამდენიმე კინოთეატრთან შეიკრიბნენ.