ეს არის უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში - ლევან ვასაძე

ეს არის უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში - ლევან ვასაძე

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ვიდრე კინოთეატრ "ამირანში" არ დასრულდება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება, მანამდე კინოთეატრის შესასვლელთან აპირებენ დგომას.

"პოლიცია გვირტყამს, შეურაცხყოფას გვაყენებს და არცხვენს მთელ კავკასიაში საქართველოს. ეს არის უმძიმესი დღე ჩემს ცხოვრებაში",- აღნიშნა ვასაძემ.

კითხვაზე, რას აპირებენ შსს-ს მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და წესრიგი დაიცვან, ვასაძე პასუხობს, რომ "რაც უნდათ, ის ქნან".

"ამაზე მეტი სიმშვიდე სად გინახავთ?! ვაპროტესტებთ იმ საშინელებას, რასაც საქართველოს ნამუსის შერცხვენა ჰქვია. რასაც ვგეგმავთ, იმას ვაპირებთ, სანამ ეს საშინელება არ დამთავრდება აქ ვიქნებით", - განაცხადა ვასაძემ.