ლევან გელბახიანი მინსკის კინოფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს

ლევან გელბახიანი მინსკის კინოფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს

„And Then We Danced“-ის მსახიობი, ლევან გელბახიანი, მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

ფილმის ფესტივალს „Listapad“ ჰქვია და ის ბელარუსში ჩატარდა. ფესტივალზე მონაწილეობას 50 ქვეყნიდან 150-მდე ფილმი იღებდა.

ლევან აკინის ფილმი „And Then We Danced“ ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა.