მიხეილ სააკაშვილის პოზიციები „ევროპული საქართველოს“ პრობლემა აღარ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პრობლემაა

მიხეილ სააკაშვილის პოზიციები „ევროპული საქართველოს“ პრობლემა აღარ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პრობლემაა

„ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილის პოზიციები საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტთანდაკავშირებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევასა და ბრძოლის მეთოდებზე მიუღებელი იყო, სხვა პოზიციები გვქონდა, რასაც პარტიის დაშლა მოჰყვა. ახლა მიხეილ სააკაშვილის პოზიციები „ევროპული საქართველოს“ პრობლემა აღარ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პრობლემაა და თავად მიხედონ, თავად გაარკვიონ.

„ვარდების რევოლუციის“ ღირებულებების ერთგული ვართ და ამბიცია გვაქვს, რომ შეგვიძლია, ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ჩვენი თვითმიზანი არ არის, არც რევოლუცია და არც სხვა სახის აქციები, ეს უნდა იყოს ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე წნეხი განახორციელო, ამან ამომრჩეველს ცრუ მოლოდინები არ უნდა შეუქმნას და არ შეიძლება, საზოგადოების ემოციებით თამაში. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. არჩევნებს აზრი აქვს მიუხედავად იმისა, რა მეთოდებსაც იყენებს ივანიშვილი”, – განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ