ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება

ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება

ნიკოლას მადურო ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მადურომ თავისი მხარდამჭერების დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვენესუელაში ეროვნული ასამბლეის – პარლამენტის არჩევნები 2020 წელს არის დანიშნული. 2015 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობას ოპოზიცია ფლობს. ეს არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც დასავლური ქვეყნები დემოკრატიულად არჩეულად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც იანვარში ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ის დასავლური ქვეყნების უმრავლესობამ აღიარა