ირანს დიდი ძალა დაუპირისპირდება, თუ ის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ რამის განხორციელებას ეცდება

ირანს დიდი ძალა დაუპირისპირდება, თუ ის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ რამის განხორციელებას ეცდება

ირანს დიდი ძალა დაუპირისპირდება, თუ ის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ რამის განხორციელებას ეცდება - განაცხადა დონალდ ტრამპმა:    

„ჩვენ არ გვაქვს რამე ნიშანი, რომ რამე მოხდა ან მოხდება, თუმცა თუ ეს მოხდება, ამას დიდი ძალა დახვდება. ჩვენ არჩევანი არ გვექნება.          

თუ ისინი დარეკავენ, ჩვენ აუცილებლად გავმართავთ მოლაპარაკებებს, თუმცა ეს მათზეა დამოკიდებული. მე მინდა, რომ მათ დარეკონ, როდესაც მზად იქნებიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ირანმა ბირთვული შეთანხმების რამდენიმე ვალდებულება შეაჩერა. დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა სპარსეთის ყურეში რაკეტებით აღჭურვილი კატარღები გაუშვა