სომხეთში სასამართლოების ბლოკირება მოხსნეს

სომხეთში სასამართლოების ბლოკირება მოხსნეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ქვეყნის სასამართლოების შენობებისშესასვლელების ბლოკირება დაასრულეს. ამის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეთავად ფაშინიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„დღევანდელმა აქციამ მიზანს მიაღწია: სომხეთში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისპროცესი დაიწყო და შეუქცევადი გახდა. ყველანი მიყვარხართ, თქვენით ვამაყობ“, - მიმართაფაშინიანმა ამომრჩევლებს.

მან ასევე ბოდიში მოუხადა სომხეთის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც დღეს სასამართლოებშისაკუთარი საქმეების განხილვაზე დასწრება ვერ შეძლეს.

ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ერევანში და სხვა ქალაქებში სასამართლოების შენობების შესასვლელები გუშინ დილიდან დაბლოკეს