ინსტიტუციების საქმიანობის რეიტინგიში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობს

ინსტიტუციების საქმიანობის რეიტინგიში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო კვლევის შედეგების მეორე ნაწილს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, ინსტიტუციების რეიტინგიში დადებითი შეფასების მხრივ პირველ ადგილზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა.

კვლევის შედეგებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 20% „ძალიან კარგად“ აფასებს;

41 % მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა „კარგია“,

21%   – „საშუალო“.

რაც შეეხება სხვა ინსტიტუციებს:

გამოკითხულთა 12 % მიიჩნევს, რომ იუსტიციის სახლების საქმიანობა „ძალიან კარგია“, 47 % –  „კარგი“;  27% – „საშუალო“.

ჯარის საქმიანობა: „ძალიან კარგი“  – 8 % , „კარგი“ – 47 % , „საშუალო“ – 26 %

საქართველოს პოლიციის საქმიანობა: 6 % „ძალიან კარგად“ აფასებს; 42 % – „კარგად“; 34 %   – „საშუალოდ".

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია