6 მაისი - წმინდა  გიორგის აღსრულების დღე

6 მაისი - წმინდა გიორგის აღსრულების დღე

6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

წმინდა გიორგი დაახლოებით 275-303 წლებში მოღვაწეობდა. იგი კაბადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური იყო, რომელიც ქრისტიანობისთვის ეწამა და დიდმოწამედ შერაცხეს. 

იგი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, ინგლისის, ეთიოპიის და საქართველოს მფარველი წმინდანია.

შეგახსენებთ, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს