ვაჟა ჯაფოშვილი კომპანია „სარაჯიშვილის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ვაჟა ჯაფოშვილი კომპანია „სარაჯიშვილის“ წარმომადგენლებს შეხვდა

საპენსიო სააგენტო კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ვაჟა ჯაფოშვილი კომპანია „სარაჯიშვილის“ წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საპენსიო რეფორმის დადებითი ასპექტები გააცნო. ვაჟა ჯაფოშვილმა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საპენსიო სქემის მონაწილე პროცედურებზე, ბენეფიტებზე ესაუბრა და საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა:      

„განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გასულ კვირას საპენსიო სქემაში 200-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა. მათ გაიაზრეს საპენსიო რეფორმის მნიშვნელობა და ის დიდი სარგებელი, რაც გრძლვადიან პერსპექტივაში ყოველ მოქალაქეზე აისახება”