თბილისის საქალაქო სასამართლო მატჩების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მატჩების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ერთ-ერთი დაკავებული ფეხბურთელის ადვოკატის, შოთა მანველიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს:           

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა შესაძლოა, მისი ეს პოზიცია საბოლოო არ იყოს. მზად ვართ, ყველა ფაქტსა და გარემოებას სათანადო სახელი დაერქვას. აღკვეთის ღონისძიებას რაც შეეხება, აშკარად იქნება გაჟღერებული ის მოცემულობა, რომ არ იყოს მის მიმართ არანაირი ღონისძიება გამოყენებული“