ლადო კახაძე კი გაამდიდრებს პარლამენტს - კობახიძე

ლადო კახაძე კი გაამდიდრებს პარლამენტს - კობახიძე

„ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ლადო კახაძე იქნება გამარჯვებული, თუმცა აქაც გვჭირდება სრული მობილიზაცია და კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ჩვენ ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლადო კახაძე არის ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს.​ შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში. ამ კუთხით გვაქვს სიმრავლე, თუმცა ლადო კახაძისნაირი დეპუტატი ძალიან ცოტა გვყავს და დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძე არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.