მაისი საყოველთაო ზეიმის თვე და ნუკრობის დღესასწაული

მაისი საყოველთაო ზეიმის თვე და ნუკრობის დღესასწაული

იყოს ნუკრობის დღესასწაულიც... ზოგადად მაისი გადავაქციოთ საქართველოში საყოველთაო ზეიმის თვედ" - განაცხადა რომან გოცირიძემ:   

„თუ ეს ინიციატივა გავიდა, მაშინ მთელი მაისი იქნება ზეიმის და ქეიფის დღესასწაული. 1, 9, 14 მაისი, 16, იყოს ზუსტად ნუკრობის დღესასწაული, ფართო გაგებით, გინდ ბატონ ნუკრის უკავშირდებოდეს, გინდ ნუკრის სახელობის, გინდ ვაჟას შვლის ნუკრის სახელობის, ზოგადად მაისი გადავაქციოთ საქართველოში საყოველთაო ზეიმის თვედ, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და პარტიული გრძნობების გაღვივებას ჩვენს საყვარელ სამშობლოში,“ – რომან გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მოითხოვს, რადგან მისი განცხადებით, მშრომელთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში დასვენების დღეა. ასევე, კიდევ ერთი დღის უქმედ გამოცხადების ინიციატივა ნუკრი ქანთარიას ეკუთვნის. ქანთარიას ინიციატივით, ასევე დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს 14 მაისიც და ამ დღეს საქართველოში სამშობლოს დღე უნდა აღინიშნებოდეს