ვერეს ხეობაში კლდის მასის ჩამოშლის გამო, ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება დროებით აიკრძალა

ვერეს ხეობაში კლდის მასის ჩამოშლის გამო, ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება დროებით აიკრძალა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ვერეს ხეობაში, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით არსებულ ახალ გზაზე კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო, ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ორივე სამოძრაო ზოლზე დროებით აიკრძალა.

„გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე, ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ბახტრიონის გვირაბის გავლით, კარტოზიასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის მიმართულებით.

ავტომანქანების მოძრაობა საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება“,- აცხადებენ შსს-ში