როს უილსონის განცხადებით ყველაფერია ნათქვამი - დავით ჭიჭინაძე

როს უილსონის განცხადებით ყველაფერია ნათქვამი - დავით ჭიჭინაძე

დავით ჭიჭინაძე მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებას ეხმაურება:    

„ის ადამიანები მმართველი გუნდისგან განსხვავებით უფრო ზრდილობიანები არიან და უფრო დახვეწილი ფორმით საუბრობენ. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ ეს ენა არ ესმის და ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მმართველი გუნდისთვის ენა, რა ენაზეც ისინი საუბრობენ, უცხოა. 

გახსოვთ,ზოგადად რა ენით საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილმა განცხადება გააკეთა, თურმე ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს. გულდაწყვეტა მათთვის მხარდაჭერას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი უკვე ის კანონები კი აღარ არის, რასაც იღებენ, თვითონ ამ ადამიანების ხელიუფლებაში ყოფნა საქართველოსთვის ძალიან მაგარი შემარცხვენელია. ქართველი დღეს თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, რადგან ასეთი ხელისუფლება გვყავს"