63:0 - ახალმა ზელანდიამ კანადა დაამარცხა

63:0 - ახალმა ზელანდიამ კანადა დაამარცხა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გამართა ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ახალი ზელანდიის ეროვნულმა გუნდმა.

კანადის წინააღმდეგ მიმდინარე მატჩში „შავებს“ წუთითაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ თავიანთი უპირატესობა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 63:0 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა შემადგენლობაში სამი ძმა,  ბოდენ, სკოტ და ჯორდი ბარეტები თამაშობდნენ და სამივემ შეძლო ლელოს დადება.

ამ გამარჯვებით ახალმა ზელანდიამ ცხრა ქულა მოაგროვა და B ჯგუფში ერთპიროვნულ ლიდერ იტალიას ერთი ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე, ხუთი ქულით, ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი, სამხრეთ აფრიკის გუნდი იმყოფება.