თუ პოლიტიკური პერსონა ჩემს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ამის გამო მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა - შალვა შავგულიძე

თუ პოლიტიკური პერსონა ჩემს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ამის გამო მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა - შალვა შავგულიძე

მთაწმინდის ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მხარდაჭერას მიესალმება:         

„არამარტო მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მრავალმა პოლიტიკურმა პერსონამ გამოხატა ასეთი პოზიცია. ასეთი პოზიცია გამოხატა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ასევე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა, ჩვენი გუნდის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და ა.შ. თუ პოლიტიკური პერსონა ჩემს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ამის გამო მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა“