დემოკრატები ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ

დემოკრატები ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსმა დემოკრატ კონგრესმენებთან ერთად დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი განიხილა.

აშშ-ის პრეზიდენტის ოპონენტები აცხადებენ, რომ ტრამპის გარემოცვის მოქმედი და ყოფილი წევრები კონგრესში დანიშნულ მოსმენაზე მისვლასა და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ, რითაც ხელს უშლიან კონგრესს გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებაში.

კონგრესის ქვედა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის თქმით, „პრეზიდენტი ფაქტობრივად ხელს უშლის მართლმსაჯულებას, რაც შეიძლება იყოს იმპიჩმენტის საბაბი.“

ამ განცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა დატოვა და მოუწოდა დემოკრატებს, „მისი იმპიჩმენტის ნაცვლად კანონმდებლობაზე იფიქრონ.“

„ბიბისის“ ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატებთან სხვა საკითხებს არ განიხილავს, ვიდრე მის წინააღმდეგ გამოძიება არ შეწყდება