საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება

საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ვაზისუბნის ქ. N 36-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს 11:00 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში:

ვაზისუბნის (ისაკაძის) ქ. N 27-დან N 65-ის ჩათვლით, N 22-დან N 54-ის ჩათვლით, მირზა გელოვანის ქუჩას, ოდესის ქ. N 1-დან N 21-ის ჩათვლით, N 2-დან N 10-ის ჩათვლით, სხვიტარიძის ქ. N 1-დან N 19-ის ჩათვლით, N 2-დან N 20-ის ჩათვლით, ონიაშვილის ქ. N 1-დან N 37-ის ჩათვლით, N 2-დან N 38-ის ჩათვლით, ლვოვის ქ. N 1-დან N 45-ის ჩათვლით, N 2-დან N 38-ის ჩათვლით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში