ნატო-ს სამხედროების რუსეთის საზღვრებთან განთავსების საპასუხოდ რუსეთი ორი სამხედრო ოლქის შემადგენლობას გაზრდის

ნატო-ს სამხედროების რუსეთის საზღვრებთან განთავსების საპასუხოდ რუსეთი ორი სამხედრო ოლქის შემადგენლობას გაზრდის

რუსეთის დასავლეთის და სამხრეთის სამხედრო ოლქების შემადგენლობას გაზრდის. ამის შესახებ განცხადება რუსეთის შეარაღებული ძალების გენშტაბში გააკეთეს. როგორც გენერალმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, მოსკოვი ასე უპასუხებს ნატოს მიერ რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ძალების განთავსებას.

გერასიმოვის განმარტებით, დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქებში დამატებით ძალებს რუსეთის სხვა რეგიონებიდან გადაიყვანენ, ხოლო შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი სამხედროების რაოდენობა არ შეიცვლება