ტაქსის მძღოლები დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ

ტაქსის მძღოლები დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ

ტაქსის მძღოლების საორგანიზაციო ჯგუფი თბილისის მერიას ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ტაქსის მძღოლების საორგანიზაცო ჯგუფის წევრის, ლევან ხუზაურაშვილის განცხადებით, ტაქსის მძღოლები მერიას დაგეგმილი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე სთხოვენ, უარის მიღების შემთხვევაში კი, მათი თქმით, პროტესტის ტალღა მასშტაბური იქნება.

ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან აპირებენ თანამშრომლობას. ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფი თბილისის მერიას არსებული რეგულაციების გადავადებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად დროს პირველ ივნისამდე აძლევს.