ვისთან ერთად  აფუძნებს დავით ჭიჭინაძე სახალხო მოძრაობას

ვისთან ერთად აფუძნებს დავით ჭიჭინაძე სახალხო მოძრაობას

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სახალხო მოძრაობას აფუძნებს. ახალ პოლიტიკურ ძალას დეპუტატი 22 ივნისს ოფიციალურად დაარეგისტრირებს. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ახალი მოძრაობის დამფუძნებლები გიორგი ტაბიძე და „ქართული ოცნებიდან“, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი მიხეილ ქავთარაძე იქნებიან.

გიორგი ტაბიძე 2002-2010 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი იყო. გიორგი ტაბიძე ამბობს, რომ ახალ მოძრაობას „ქართული ოცნების“ და სხვა პოლიტიკური ძალის წევრებიც შეუერთდებიან: 

„ჩვენს მოძრაობას სხვადასხვა პარტიებიდან, გამოცდილი და  პატიოსანი ადამიანები შემოუერთდებიან, მათ შორის  „ქართული ოცნებიდან“, ისინი ვისი  მხარდაჭერითაც  2012 წელს  ხელისუფლებაში მოვიდა და შემდეგ გარიყეს, ასევე, რეგიონებიდან,  ჩვენთან იქნებიან,  თვითმართველობის - მერიის და საკრებულოს წევრები".  

„ქართული ოცნებიდან" გარიცხული, დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე კი დარწმუნებულია რომ მისი პარტია საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებს და ხელისუფლებას შეცვლის:     

„ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას ყველა იმ ადამიანთან ვისაც ქვეყანაში ვითარების შეცვლა სურს. ეს არიან ის ადამიანები ვინც „ქართულმა ოცნებამ“  2012 წელს მოატყუა. „ქართული ოცნება“ მესამე ვადაზეც კი ოცნებობს მაგრამ "ქარძთული ოცნება" უნდა დასრულდეს. ხალხი ვისაც გვერდით  დაუდგება, ყველა ის პარტია შეცვლის ხელისუფლებას. თუ ხალხს სურვილი ექნება ვფიქრობ, რომ, ჩვენი პარტია ხელისუფლებას შეცვლის. პოლიტიკურ თანამშრომლობას ყველასთან ვაპირებთ, გარდა "ქართული ოცნებისა“. და „ნაციონალური მოძრაობისა“