68 ათასით ნაკლები რუსი და 148 ათასით მეტი სხვა ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორი - სტატისტიკა

68 ათასით ნაკლები რუსი და 148 ათასით მეტი სხვა ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორი - სტატისტიკა

ავიასანქციების 3 თვის მონაცემებით, საქართველოში 68 ათასით ნაკლები რუსი მოქალაქე და 148 ათასით მეტი სხვა ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორი შემოვიდა. ინფორმაციას ტურიზმის  ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სტატისტიკის მიხედვით, ამ სამი თვის განმავლობაში, ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის 3 მილიონ 375  ათას 116 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.6%-ით მეტია.