ჩვენ არანაირი მეამე  ძალა არ ვართ, ჩვენ ვართ ამ ბანდიტური ხელისუფლების შეცლაზე ორიენტირებული  ალტერნატიული ძალა

ჩვენ არანაირი მეამე  ძალა არ ვართ, ჩვენ ვართ ამ ბანდიტური ხელისუფლების შეცლაზე ორიენტირებული  ალტერნატიული ძალა

„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დავით ჭიჭინაძე სახალხო მოძრაობას აფუძნებს. ახალ პოლიტიკურ ძალას დეპუტატი 22 ივნისს ოფიციალურად  დაარეგისტრირებს. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ახალი მოძრაობის დამფუძნებლები გიორგი ტაბიძე და „ქართული ოცნებიდან“, თბილისის საკრებულოს წევრი მიხეილ ქავთარაძე იქნებიან.

გიორგი ტაბიძე 2002-2010 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი იყო. გიორგი ტაბიძე ამბობს, რომ ახალ მოძრაობას „ქართული ოცნების“ და სხვა პოლიტიკური ძალის წევრებიც შეუერთდებიან:                   

„ჩვენს მოძრაობას სხვადასხვა პარტიებიდან, გამოცდილი და  პატიოსანი ადამიანები შემოუერთდებიან, ისინიც ვისი  მხარდაჭერითაც  „ქართული ოცნება“ 2012 წელს  ხელისუფლებაში  მოვიდა, ასევე, ჩვენთან იქნებიან სხვა პარტიებიდან და  თვითმართველობის -  მერიის და საკრებულოს წევრები. ჩვენ არანაირი მეამე  ძალა არ ვართ, ჩვენ ვართ ამ ბანდიტური ხელისუფლების შეცლაზე ორიენტირებული  ალტერნატიული ძალა".  

დავით ჭიჭინაძე  დარწმუნებულია რომ მისი მოძრაობა  საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებს და ხელისუფლებას შეცვლის:     

„ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას ყველა იმ ადამიანთან ვისაც ქვეყანაში ვითარების შეცვლა სურს. ეს არიან ის ადამიანები ვინც „ქართულმა ოცნებამ“  2012 წელს მოატყუა. „ქართული ოცნება“ მესამე ვადაზეც კი ოცნებობს მაგრამ "ქარძთული ოცნება" უნდა დასრულდეს. ხალხი ვისაც გვერდით  დაუდგება, ყველა ის პარტია შეცვლის ხელისუფლებას, თუ ხალხს სურვილი ექნება, ვფიქრობ, რომ, ჩვენი მოძრაობა ხელისუფლებას შეცვლის. პოლიტიკურ თანამშრომლობას ყველასთან ვაპირებთ, გარდა "ქართული ოცნებისა“. და „ნაციონალური მოძრაობისა“