პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აგრძელებს

პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აგრძელებს

 ვლადიმერ პუტინი, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აგრძელებს – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პაველ კლიმკინი, პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების გაცემის წესის გამარტივებას.

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასპორტების გაცემის შესახებ, აგრესიის გაგრძელება და ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაა. ეს დონბასის ოკუპაციის ახალი „საპასპორტო“ ეტაპია“ – წერს პაველ კლიმკინი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

პაველ კლიმკინმა მოუწოდა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების მცხოვრებლებს არ აიღონ რუსეთის პასპორტები.      

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით დღეიდან, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები რუსეთის პასპორტს გამარტივებული წესით მიიღებენ