
7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.
მათივე ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 6%-ით მეტია. - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.