საგანელიძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს

საგანელიძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს:        

„მე წასულ ადამიანთან საუბარს მიკროფონებით არ ვაპირებ. უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი პროექტი შეფერხებული იყო, რადგან ხელმოწერა ბორდის წამყვანი სამინისტროსი არ არსებობდა თვეების განმავლობაში და შემდგომ ქობულიამ ეს თქვა და ასევე თქვა, რომ არ უნდა კეთდებოდეს ასე და მე მას პასუხი გავეცი. მიზეზი პროექტის არამომგებიანობა რომ ყოფილიყო, მაშინ საბოლოო ჯამში ხელს არ მოაწერდა. თუ მერე ხელს აწერ უამრავ დოკუმენტს ერთდროულად და ერთ დღეს, ე.ი. ეს დოკუმენტი სწორია.

არ მინდა შიდა სამზარეულო გარეთ გამოვიტანო და თუ ვიღაცები ამას აკეთებენ, მე ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში შემიძლია ვესაუბრო. საერთოდ, თუ ადამიანი თავის საქმეს კარგად აკეთებს, ამას უფასებენ და თუ ვერ აკეთებს სწორად და შეცდომებს უშვებს, გარკვეული გადაწყვეტილებები ხორციელდება მის მიმართ და ამ შემთხვევაშიც განხორციელდა. ხელს არავის ვაფარებ, ბოდიში რომ კონფიდენციალურ საკითხზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ რამე სერიოზული მიზეზი აფერხებს ფონდის მუშაობას, ამას სადაც საჭიროა იქ ვიტყვი“ - განაცხადა დავით საგანელიძემ