მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ჭიათურაში მაღაროელების ხელფასი 35%-ით გაიზრდება. როგორც ჭიათურაში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მაღაროელმა განაცხადა, ამის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.

მისივე თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მაღაროელები პროტესტს შეწყვეტენ.

შეხვედრაში მონაწილე მაღაროელის ინფორმაციით, მათ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ხელფასი პირველ ეტაპზე 25 %-ით მოემატებათ, ხოლო წლის განმავლობაში კიდევ 10% ით მოიმატებს