ზარდიაშვილი, ყველას და ყველაფრის შნირი, აღზევებელი მდაბიო  - გიგი უგულავა

ზარდიაშვილი, ყველას და ყველაფრის შნირი, აღზევებელი მდაბიო - გიგი უგულავა

“როდესაც ზარდიაშვილი, პირდაპირ ვთქვათ, ვიგინდარა სუბიექტი შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით საუბრობს და მას მკვლელების მფარველს უწოდებს, ეს მართლა ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” და პირადად ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული... ვანო ზარდიაშვილი, ეს სუბიექტი ადეიშვილის მისაღებში იჯდა, ყავას ადუღებდა ეს ნაძირალა. დღეს გამოდის და ბრტყელ-ბრტყელ რაღაცებს იძახის. შალვა შავგულიძეს წამოაძახა “ტროსტიანი”, “ტროსტებს” და “კასტილებს” ვერ არჩევს, ეს გაუნათლებელი,  ვისზე ლაპარაკობს ეს ზარდიაშვილი, ყველას და ყველაფრის შნირი, აღზევებელი მდაბიო რას ბედავს საერთოდ, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?!

ზარდიაშვილი შნირი იყო და შნირი დარჩა. უბრალოდ, ახლა ძალაუფლება მისცეს, მაშინ მარტო ყავას ადუღებდა, აი ეგ არის განსხვავება. მურუსიძე მაშინ იყო შნირი, ახლა არის მთელი ბატონ-პატრონი, ძაღლი მიაკვდა ივანიშვილს, ხვალ რომ აღარ იქნება, მურუსიძე, ჩემი, თქვენი და ყველას შვილის მოსამართლე უნდა იყოს. აი ეგ არის პრობლემა. ვინც წარსულში იქექება წარსულში დარჩება, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, მომავალი როგორ უნდა იყოს ამ უნამუსო მონსტრების ხელში” - განაცხადა "ევროპული საქართველო" ერთ-ერთმა ლიდერმანგიგი უგულავამ