ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევაზე ისაუბრეს

ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევაზე ისაუბრეს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევის შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერი“ ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს განსხვავებული შეხედულებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკომისიის ხელმძღვანელის არჩევა.

კერძოდ, ემანუელ მაკრონი ეწინააღმდეგება ერთიანი კანდიდატის სისტემას, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ინიშნება იმ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, რომელმაც ევროპარლამენტში ადგილების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა. საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის შერჩევაში მონაწილეობდნენ ლიბერალი-ცენტრისტები, რომლებიც ევროპარლამენტში სიდიდით მესამე ძალა იქნებიან და რომლებსაც მაკრონის პარტია განეკუთვნება