იაპონიაში თავდამსხმის შედეგად დაღუპულია ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცი

იაპონიაში თავდამსხმის შედეგად დაღუპულია ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცი

იაპონიის ქალაქ კავასაკიში დანით შეიარაღებული მამაკაცი სკოლის მოსწავლეებს დაესხა თავს და 19 ადამიანი დაჭრა. მათგან ორი – ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.

დაშავებულთა შორის დაწყებითი სკოლის 13 მოსწავლეა.

ინციდენტი კავასაკის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, პარკთან, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბავშვები რამდენიმე ზრდასრულთან ერთად სკოლის ავტობუსს ელოდებოდნენ. ბავშვების ასაკი 6-7 წელია.

სააგენტო „კიოდოს“
ცნობით, თავდამსხმელი 50 წლამდე მამაკაცია. მან დანით მხარში თვითდაზიანება მიიყენა და უგონო მდგომარეობაში იმყოფება