ვინ აგებს პასუხს, რომ პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ერთმანეთთან დაპირისპირება მოუწიათ?

ვინ აგებს პასუხს, რომ პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ერთმანეთთან დაპირისპირება მოუწიათ?

დავით ბაქრაძის განცხადებით, პანკისის ხეობაში რა მოხდა უნდა გაირკვეს იმისათვის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს:       

„ვინ იღებს პოლიტიკური პასუხისმგებლობას ფუნდამენტურ, მცდარ და სახიფათო გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საფრთხის წინაშე დააყენა სტაბილურობა არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ მთელ ქვეყანაში. ვინ აგებს პასუხს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ერთმანეთს დაუპირისპირა ადგილობრივი მოსახლეობა და სპეცრაზმი, ასევე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა პოლიციელები, მათ თავდაცვის მიზნით ძალის გამოყენება აიძულათ და რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის სამართლიან მოთხოვნებს მოლაპარაკების ნაცვლად ძალა დაუპირისპირა, ეს უნდა გამოვლინდეს. ვინ აგებს პასუხს პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანაზე? ვინ აგებს პასუხს, რომ რეგიონში სახიფათო გამწვავება და იმ ზღვართან მიახლოება მოხდა, რომლის იქით შეიძლება სიტუაცია აფეთქდეს? ვინ აგებს პასუხს, რომ პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ერთმანეთთან დაპირისპირება მოუწიათ? ეს პოლიტიკური კითხვებია და არანაირი კავშირი არ აქვს არც ადგილობრივი მოსახლეობის და არც პოლიციელების ქცევასთან. თუ ჩვენ გვინდა, გამოვავლინოთ პანკისის ხეობაში რა მოხდა, პირველ რიგში, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ. აქედან აქცენტის გადატანა რიგითი სამართალდამცველებისა და პანკისელების ქცევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გაქცევაა. დამატებითი ძალების შეყვანაზე გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მიეღო, რადგან გამოყენებული იყო სპეცრაზმი და პოლიციური ძალა“