საპატრნიორო ფონდის ეფექტურობა საკმაოდ ნეგატიურია - გიორგი ქობულია

საპატრნიორო ფონდის ეფექტურობა საკმაოდ ნეგატიურია - გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ საპატრნიორო ფონდის პროექტებზე თვეების განმავლობაში ხელს იმიტომ არ აწერდა, რომ პროექტები არ მოსწონდა:          

“ფონდის ეფექტურობა საკმაოდ ნეგატიურია. ამას იმ ღრმა და დეტალური ანალიზის საფუძველზე ვამბობ, რომელიც ჩემი მინისტრობის პერიოდში მომზადდა. ფონდის საქმიანობის შეფასება დოკუმენტირებული იყო და თუ ვინმეს აინტერესებს, ალბათ, შესაძლებელია ამ დოკუმენტის სამინისტროსგან გამოთხოვა. ბუნებრივია საპარტნიორო ფონდის ეფექტურობა დავით საგანელიძესთან მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკავშირებული და როცა მე ვსაუბრობდი ფონდის არაეფექტურობაზე, აქ მხოლოდ ბატონ დავითს [საგანელიძეს] არ ვგულისხმობდი. დიახ,  როცა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი, ხელს არ ვაწერდი და ვაჭიანურებდი ზოგიერთ გადაწყვეტილებას, რადგან ის პროექტები არ ვარგოდა. შესაბამისად, ხელმოსაწერიც არ იყო. ძირითადი პროექტები, რაც საპარტნიორო ფონდს პორტფელში აქვს, ძირითად ნაწილში არ ვარგა. მათი უმეტესობა წამგებიანია"