ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირი დიდი ხნით გადაიკეტება

ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირი დიდი ხნით გადაიკეტება

ხვალიდან თბილისში ჭავჭავაძის გამზირის სრულყოფილი რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილია ასფალტის საფარისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება. ასევე შეიცვლება განათება.

რეაბილიტაციის პროცესში სპეციალურ რეჟიმზე გადავა ტრანსპორტის მოძრაობაც. ხვალიდან უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან "პიქსელის" შენობამდე საავტომობილო გზა გადაიკეტება.