გლდანის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

გლდანის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ხიზაბავრის ქ. N 1-თან, გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 10:00 საათიდან 1-ლი ივნისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში:

ხიზაბავრის, ჩიქვანაიას ქუჩებს და ჩიხებს, იპოლიტ-ივანოვის, ჯანჯღავას ქუჩებს, შესახვევებსა და ჩიხებს, ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს; სოფ. გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ. თავდადებულის ქუჩებს; გაზის, ავჭალა 2-ის, ცენტოლიტის დასახლებებს; ხევძმარის ქ. N 4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, რევოლუციის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს, ანდრონიკაშვილის ქ. II შესახვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში