დონალდ ტრამპმა მექსიკურ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა

დონალდ ტრამპმა მექსიკურ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკას ტარიფები დაუწესა. დადგენილება ძალაში 10 ივნისიდან შევა და მექსიკურ პროდუქციას ხუთი პროცენტით დაბეგრავს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, 1-ელ ოქტომბრამდე ტარიფის პროცენტი ყოველთვიურად პროცენტით გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს.

ტრამპის გადაწყვეტილებას ასევე სოციალური ქსელით გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი. „სოციალური პრობლემები გადასახადებით ან ძალადობრივი ზომებით არ წყდება“, – წერს მექსიკის პრეზიდენტი.

დღესვე ტარიფების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის ვაშინგტონში მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრება