შალიკო, დაგიბერდა ოინები და მაგარი სასაცილო ხარ - კახა ძაგანია

შალიკო, დაგიბერდა ოინები და მაგარი სასაცილო ხარ - კახა ძაგანია

„დღეს ვუყურე შალიკო ნათელაშვილს TV Pirvel-ზე და მაგრად ვიხალისე მის უსუსურობაზე. ჯერ იყო და გრიგოლიას მოღალატე ეძახა (იმის იმედით, სხვა არ მაძლევს ხმას და იმათ მაინც მოვაწონებ თავს, ვისაც გრიგოლია არ უყვარსო ), მერე ამერიკელებს უფლება მისცა, საქართველოში ბაზები გახსენით და ატომური ბომბიც შემოიტანეთო (იმის იმედით, კაბინეტებში არ მიშვებენ, იქნებ სახელმწიფო დეპარტამენტის კორიდორებში გავლის უფლება მაინც მომცენო ) და მერე „სოკარს” ამოუტრიალამკვდარი და ცოცხალი (იმის იმედით, იქნებ, მეც მომცენ დოლარებიო). შალიკო, დაგიბერდა ოინები და მაგარი სასაცილო ხარ უკვე” -  წერს „მემარცხენე ალიანსის” ლიდერი კახა ძაგანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე