ეს წინარე მოხმარების დოკუმენტი ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში

ეს წინარე მოხმარების დოკუმენტი ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში

„დღეს მივეცი განკარგულება და შიდა მოკვლევა ამ საკითხზე მიმდინარეობს. თუ რატომ მოხდა ასე, რომ ამდენად მნიშვნელოვანი პროექტთან მიმართებაში, თუმცა, არც ისე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს წინარე მოხმარების დოკუმენტი ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში. თვითონ დოკუმენტი, როგორც მოგახსენეთ არ იყო სამშენებლო ნებართვა და თვითონ გადაჭარბებულია რეაქცია, რაც იგივე ინვესტორმა ამის ირგვლივ აჟიოტაჟი ატეხა, ესეც აზიანებს ანაკლიის პროექტს. აშკარად, არაადეკვატური იყო რეაქცია იმ დოკუმენტის სტატუსისა და მნიშვნელობისა, რაც მას რეალურად ჰქონდა. გაცემული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვა, შესაბამისად, პროექტის დაწყებაზე, მშენებლობის დაწყებაზე ვერ იქნებოდა ვერანაირად საუბარი. ეს იყო რაღაც წინარე დოკუმენტი, რომელიც ამასთან ერთად დარღვევითაც იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია და არ ყოფილა შეთანხმებული ჩემთან,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ