საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შერჩეულია და მათი ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შერჩეულია და მათი ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შერჩეულია და მათი ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება ინტერპელაციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის დაგროვებით საპენსიო სქემაზე საუბრის შემდეგ, მედიასთან კომენტარს საპენსიო სააგენტოს დირექტორი აკეთებს. ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრები უკვე შერჩეულია და მათ ვინაობას უახლოეს დღეებში გამართულ ბრიფინგზე დაასახელებს. ,,შესარჩვემა კომისიამ დაასრულა პროცედურებზე მუშაობა, შეირჩა 5 კანდიდატი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის საფრანგეთი, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი და საქართველო. ეს პროცესი დაიწყება უახლოეს მომავალში, ამას არ დასჭირდება დიდი დრო. გარკვეული პროცედურებია კიდევ, დასანიშნია საინვესტიციო ოფიცერი, ასევე იქმნება რისკის კონტროლის სტრუქტურა. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ დაიწყოს დასავლური სტანდარტების საინვესტიციო პროცესი.“ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ საინვესტიციო საბჭოს შერჩეული წევრები არიან მაღალი რანგის პროფესიონალები, ხელმძღვანელობენ საპენსიო ფონდებს და აქვთ მაღალი თანამდებობი ევროპის წამყვან ქვეყნებში.