აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორად მრჩეველთა საბჭომ „ოცნების“ აქტივისტი და უსკო-ს წევრი, თორნიკე მჟავანაძე არ აირჩია. მას არც ერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა.

მეურვეების ხმები ასე გადანაწილდა:

მერაბ წულუკიძე — 2 ხმა;

შოთა გურაბანიძე — 1 ხმა;

ირმა ზოიძე — 1 ხმა;

ნათია ზოიძე — 1 ხმა.