ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორედაც იყრის კენჭს

ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორედაც იყრის კენჭს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად მეორედაც იყრის კენჭს. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა. ტრამპის თქმით, მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის ბრძოლის შესახებ 18 ივნისს, ორლანდოში განაცხადებს:         

„მეორე საპრეზიდენტო ვადისათვის ბრძოლაში მონაწილეობის შესახებ პირველ ლედისთან, მელანიასთან, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან და მეორე ლედისთან, ქერენ პენსთან ერთად, ფლორიდაში, ორლნადოში, ცენტრ Amway-ში 18 ივნისს გამოვაცხადებ. შემოგვიერთდით ამ ისტორიულ შეკრებაზე“