ერთი გუნდი კი არა, ფარისევლების, ყველაფრის მკადრებლების და ყველაფერზე ხელისმომწერების "ბანდა" ხართ ფაქტიურად

ერთი გუნდი კი არა, ფარისევლების, ყველაფრის მკადრებლების და ყველაფერზე ხელისმომწერების "ბანდა" ხართ ფაქტიურად

"გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებას მოსამართლე გახდეს, ისეთი აღტაცებით ხვდებიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ ეჭვი მაქვს, რომ მართლა უხარიათ გენ.პროკურორის ეგზომ გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც მან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიიღო დამოუკიდებლად და ფაქტიურად ერთხმად.

ხვალ, რომ მაგალითად, კალაძეზე თქვან - მართალია კარგი მერია, მაგრამ ის პარტიას უფრო მეტად საპასუხიმგებლო თანამდებობაზე, მაგალითად იტალიაში საქართველოს ელჩად ჭირდებაო, დარწმუნებული ვარ ხელისუფლების წევრები ასეთივი ენთუზიაზმით მიესალმებიან მის ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც სავარაუდოდ ის ბერლუსკონის დაჟინებული და მეგობრული თხოვნის შემდეგ მიიღებს.

ერთი გუნდი კი არა, ფარისევლების, ყველაფრის მკადრებლების და ყველაფერზე ხელისმომწერების "ბანდა" ხართ ფაქტიურად პატივცემულებო"... -  წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გოგი ლორთქიფანიძე