„8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი“ - ჯაფარიძე ღარიბაშვილს პასუხობს

„8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი“ - ჯაფარიძე ღარიბაშვილს პასუხობს

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „გირჩის“ საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას.

„ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი. ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც „ასავალ-დასავალის“ მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - „ასავალ-დასავალში“ გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან", - წერს ჯაფარიძე.