„ევროპული საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს

იუსტიციის სამინისტროს განცხადება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში  ვანო მერაბიშვილის  შესახებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ ტყუილებს შეიცავს, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა:        

"მე ხელთ მაქვს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება და მინდა იუსტიციის სამინისტროს განცადებაში გამოვყო რამდენიმე ტყუილი: პირველი ტყუილი-იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიება მოიწონა. ეს არის ტყუილი.მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გამოძიება იყოს მასშტაბური და სწრაფი, რათა ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაყვანის საქმეში დამნაშავეები დაისაჯონ. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა, როდესაც მას აშანტაჟებდნენ - ბატონი ფარცხალაძე და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი. მეორე ტყუილში იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თითქოს მინისტრთა კომიტეტმა ნორმალურად მიიჩნია ის, რომ ანო მერაბიშვილი არ არის აღიარებული დაზარალებულად. არადა პირიქით , გადაწყვეტილებაში შეშფოთებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის აღიარებული დაზარალებულად. მესამე ტყუილი მდგომარეობს იმაში, რომ იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ თითქოს მინისტრთა კომიტეტი ამ საქმის აღსრულების განხილვას აღარ დაუბრუნდება სექტემბერში, არადა გადაწყვეტილებაში პირიქით წერია და აღნიშნულია, რომ 30 სექტემბერს სწორედაც რომ დაუბრუნდება მინისტრთა კომიტეტი ამ საქმის აღსრულების დისკუსიას. ბოლოს, მეოთხე ტყუილი - იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში, სხვა ტყუილებიც არის იუსტიციის სამინისტროს ამ მოკლე განცხადებაში, სრულიად არასწორად არის ინტერპრეტირებული საკუთრივ ვანო მერაბიშვილის საქმე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითქოს კანონიერად მიიჩნია მერაბიშვილის პატიმრობა ევროსასამართლომ მაშინ, როცა გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობა იყო დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სხვა პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და მე შეგახსენებთ, რომ მე-18 მუხლთან დაკავშირებით ეს ევროსასამართლოს პრაქტიკაში, მის ისტორიაში მე-6 გადაწყვეტილება იყო"