დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე იკამათეს

დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე იკამათეს

დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე იკამათეს.

დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის მომავალი აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე არსებულ სიტუაციას შეადარა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტის დროს გააკეთა.

ტრამპის განცხადებით, ლონდონსა და დუბლინს შორის საზღვრის საკითხზე დავა უახლოეს ხანში გადაწყდება.

„ვფიქრობ, რომ თქვენს კედელთან და თქვენს საზღვართან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ლეო ვარადკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპის ამ განცხადების საპასუხოდ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის საზღვარი არის ის, რისი თავიდან არიდება ლონდონსა და დუბლინშიც სურთ.

როგორც ლეო ვარადკარმა ​მოგვიანებით განაცხადა, პირისპირ შეხვედრის დროს ტრამპმა ის დაარწმუნა, რომ ორ ირლანდიას შორის საზღვრის ღიაობას მხარს უჭერს