ნებისმიერი საკითხი, რომელიც იწვევს საზოგადოების ინტერესს, ტკივილს ან საწუხარს არის პოლიტიკური!

ნებისმიერი საკითხი, რომელიც იწვევს საზოგადოების ინტერესს, ტკივილს ან საწუხარს არის პოლიტიკური!

"ნებისმიერი საზოგადოებრივად თუ სოციალურად მწვავე საკითხის შეფასება ოპონენტის მხრიდან ხელისუფლებას გადაყავს პოლიტიკური სპეკულაციის და პოლიტიკური დივიდენტის მიღების ჭრილში და გვამუნათებს, რომ საკითხი აპოლიტიკურია და ამით ჩვენ ვსპეკულირებთ.

პატივცემულო (თუ გინდა პატივარსაცემო) ხელისუფალო... ნებისმიერი საკითხი, რომელიც იწვევს საზოგადოების ინტერესს, ტკივილს ან საწუხარს არის პოლიტიკური!!!

უბრალოდ თქვენ ეს არ იცით, იმიტომ რომ არ ხართ პოლიტიკოსები, არ იცით რა არის ნამდვილი პოლიტიკური ცხოვრება და თქვენი აბსოლიტური უმრავლესობა ერთი კაცის მიერ ხართ დანიშნული დეპუტატებად, მინისტრებად და ა.შ. თქვენ ეს ადგილები არ მოგიპოვებიათ თქვენი შრომით, ოფლით, ბრძოლით და ცხოვრებისეული გამოცდილებით.

და არც იმის განცდა გაქვთ, რომ სახელმწიფოს მსახურება არის პოლიტიკა და თქვენ, როცა ოპონენტს ამუნათებთ პოლიტიკურ სპეკულაციაში თვითონ სპეკულირებთ ამ საკითხით ან ამ ფორმით გაურბიხართ პასუხისმგებლობას..

პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად გინდაო ეს სტატუსი იტყვის მავანი.. დიახ მინდა და რა არის ამაში ცუდი?
ან თქვენ რად გინდათ ადამიანი, რომელსაც უნდა პოლიტიკაში მონაწილეობა და რომელიც არ ცდილობს თქვენს თვალში საკუთარი პოლიტიკური კომპეტენციის წარმოჩენას? როგორ გამოდის ეგ სხვა საკითხია.

იგივეს აკეთებდნენ თქვენი წინამორბედები და მსგავსად ადანაშაულებდნენ განსხვავებული აზრის დაფიქსირებისათვის ოპონენტებს.

ეს დაყენებული, რადიოზე გასწორებული, დაუთოვებული სახეები და დაზეპირებული ამონარიდები მესიჯბოქსიდან ხომ საერთოდ" - წერს ფეისბუქზე გოგი ლორთქიფანიძე