ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა

ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა

ყაზბეგში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი სამი ადამიანი - ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა