მთავარია, ვინც ხელი დააფარა და გამოძიება ჩიხში შეიყვანა, ისინი დაისაჯონ  - სერგი კაპანაძე

მთავარია, ვინც ხელი დააფარა და გამოძიება ჩიხში შეიყვანა, ისინი დაისაჯონ - სერგი კაპანაძე

“ახლა მთავარია, ვინც ხელი დააფარა და გამოძიება ჩიხში შეიყვანა, ისინი იყვნენ დასჯილები. ეს იყო ჩვენი საგამოძიებო კომისიის მეორე რეკომენდაცია. სამწუხაროა, რომ თავის დროზე უმრავლესობის წევრები უშვებდნენ შანსს, რომ შეიძლება რაღაც გადაცდომა ყოფილიყო და ამით შემიფარგლნენ მხოლოდ. არც კონკრეტული პირები დაასახელეს და არც ის პოტენციური გადაცდომები რა შეიძლება ყოფილიყო. თუ ისინი პოზიციას შეიცვლიან და მხარს დაუჭერენ ჩვენს ყველა რეკომენდაციას, ამას მხოლოდ მივესალმები” - განაცხადა სერგი კაპანაძემ